არქივი27 ივნისი, 2024, 18:22
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობით, უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.