საქართველო-ესპანეთის თამაშისთვის სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა

ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზა – 390 ევრო.
ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს Georgian Airways და Georgian Wings, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways-ი.
თბილისი-კიოლნი:
· 29 ივნისი, გაფრენა 12:00 სთ;
· 29 ივნისი, გაფრენა 19:00 სთ;
· 30 ივნისი, გაფრენა 04:30 სთ.
კიოლნი-თბილისი:
· 2 ივლისი, გამოფრენა 15:00 სთ.
მგზავრები აეროპორტში უნდა მივიდნენ ფრენამდე 3 საათით ადრე.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაბამისად, მაშინ გაირკვა, რომ 30 ივნისს ესპანეთს ეთამაშებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს