“საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა” – პრეზიდენტი ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე

პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოში არაფერი გამოლევს “ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს”.
“საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი – ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად”, – წერს ფეისბუქზე.
4 ნოემბრის სხდომაზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. ამით მან ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოქლებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
“დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტინით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე”, – განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე.
მისივე სიტყვებით, შეეხება წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დააადგინა, რომ “იყო უმძიმესი დარღვევები”, როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!