ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო არ უნდა ელოდოს ევროკავშირში გაწევრებას, თუ ამ კანონს მიიღებენ - ევროპარლამენტარი მიკსერი

ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი აცხადებს, რომ მართალია, საქართაველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა „თუკი [„უცხოეთის აგენტების“] კანონს მიიღებენ, ნამდვილად არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება“
ეს განცხადება სვენ მიკსერმა 24 აპრილს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა.
მისი განცხადებითვე, „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, მმართველი გუნდიც აცხადებს, რომ უნდა გაწევრიანდება, მაგრამ რასაც აკეთებს, საკმაოდ განსხვავებულია“.
მიკსერის შეფასებით, ბოლო წლებში „საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები“ და „აქვს პრობლემები საბაზისო უფლებებთან, სასამართლოსთან, პრესის თავისუფლებასთან“ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების მთავრობა სულ უფრო და უფრო არალიბერალური და არაევროპული ხდება“, - განაცხადა მან.
სტრასბურგში სესიაზე ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილისა და პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.