ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,საქართველო არაერთ მისიაში დაგვეხმარა, ზოგიერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა, მათ სიცოცხლე დაკარგეს”-სტოლტენბერგი

საქართველომ არაერთ მისიაში დაგვეხმარა, ზოგიერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა, მათ სიცოცხლე დაკარგეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, მისიებში საქართველოს სამხედრო პერსონალი კარგად გაწვრთნილები და სათანადოდ აღჭურვილები იყვნენ.
„მე პირადად შევხვდი საქართველოს სამხედრო პერსონალს ნატოს სხვადასხვა მისიაში. ისინი ყოველთვის ძალიან პროფესიონალები, კარგად გაწვრთნილები და სათანადოდ აღჭურვილები არიან.
საქართველო არაერთ მისიაში დაგვეხმარა, მათ შორის ავღანეთში, სადაც ერთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენს მისიაში.
ზოგიერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა, მათ სიცოცხლე დაკარგეს ამ მისიაში ბრძოლისას. ეს არის რეალური დემონსტრირება თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერისა და ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ“, - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.