ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სატვირთო თვითმფრინავი C130 "ჰერკულესი"

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სატვირთო თვითმფრინავი C130 "ჰერკულესი"

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის, C 130 "ჰერკულესის" ჩამოვარდნას. ეს არის ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო თავდასხმებისთვის, ისე ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს.
თურქულ მედიაში ვრცელდება უწყების განცხადება, სადაც ნათქვამია:
„საქართველოში ჩამოვარდა C130 სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო“.
საზღვართან მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
"სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სოციალურ მედიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის რამდენიმე მოკლე ვიდეო ვრცელდება, ერთ-ერთ მათგანზე ჩანს რომ თვითმფრინავის სრული კორპუსი და მისი ფრაგმენტი ცალ-ცალკე ეშვება მიწაზე. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პილოტმა კატაპულტირება მოახერხა - ამ ინფორმაციის გადამოწმება რადიო თავისუფლებამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის ვერ შეძლო.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.