საქართველო აზერბაიჯანთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ვიტვირთავთ ორივე ერთად

საქართველო აზერბაიჯანთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ვიტვირთავთ ორივე ერთად
საქართველო აზერბაიჯანთან ერთად თამაშობს მთავარ როლს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ვიტვირთავთ ორივე ერთად, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაზე საუბრისას.
„ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურა არის მთლიანად ჩართული, საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესაბამისად საქართველოს არმოხსენიება ნიშნავს ან არაკომპეტენტურობას, ან პირდაპირ მავნებლობას. სწორედ ამას მიუძღვნა თავისი განცხადება ბატონმა ალიევმა, რითაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა“, -აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა