საქართველოში OneRepublic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ
10 მაისს, Starring Georgia 2024-ის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ჯგუფი OneRepublic გახსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.
Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს ასევე ეწვევიან Scorpions და Jungle.
OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize-ით მიაღწია. ჯგუფის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შორისაა Lose Myself და Counting Stars.
„თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება“, — წერს „ბლექ სი არენა“.
Black Sea Arena კამპანიას Starring Georgia საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
Scorpions-ის კონცერტი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ 2016 წლის აგვისტოშიც გაიმართა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.