საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულია 11 291 განთავსების ობიექტი, რომელთა დატვირთვის მაჩვენებელი იანვარში 36% იყო

დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმის Airbnb-ის ახალი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველოში, პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„Airbnb-ის მონაცემებით, იანვარში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დატვირთვის მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს, ზრდა წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია, საერთაშორისო პლატფორმის კვლევით თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი 38%-ია, ზრდა წინა წელთან შედარებით 6.4%-ით მეტია.
2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულია 11,291 განთავსების ობიექტი, აქედან თბილისში 5,167“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.