ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში 6 თვეში 5985 ხანძარი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის I და II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა.
„საქსტატი“-ის ინფორმაციით, ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა.
ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2023 წლის ორ კვარტალში ხანძრების რაოდენობამ 5 137 შეადგინა. დაღუპულთა რიცხოვნობამ 27, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობამ 99 შეადგინა. რაც შეეხება ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობას და დაღუპულ მსხვილფეხა პირუტყვს, მათი რაოდენობა შესაბამისად 193-ს და 35-ს გაუტოლდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.