ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში 366 ათასზე მეტი მსესხებელი კრედიტს ვერ იხდის

საქართველოში 366 ათასზე მეტი მსესხებელი კრედიტს ვერ იხდის

საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ათასზე მეტით გაიზარდა.
„კრედიტინფოს“ ბოლო, 2025 წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 184-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 359 082 პირი იყო.
ამასთან, ამავე სტატისტიკით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 958 842 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა 18.7% ვერ იხდის.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ საფინანსო სექტორის დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან 3 წლამდე) - 2.772 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან ბანკების - 1.204 მლრდ ლარია, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.533 მლრდ ლარი, სალიზინგოების - 34.679 მლნ ლარი.
ამასთან, “კრედიტინფოს“ სტატისტიკით, 30 დღიდან ვადაგადაცილება საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4%-ია.
საერთო ჯამში კი, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორს მთლიანად 69.833 მლრდ ლარის კრედიტი აქვს გაცემული. აქედან 65.370 მლრდ ლარის კომერციულ ბანკებს, 3.754 მლრდ ლარის - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტებს (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) და 25.428 მლნ ლარის - სალიზინგოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.