ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,საქართველოში 3 ათასამდე სასულიერო პირია და მათი უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,საქართველოში 3 ათასამდე სასულიერო პირია და მათი უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მდიდრდება მხოლოდ საეკლესიო ბიუროკრატია.
საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ 35 მილიონი ლარი დაუმატა საპატრიარქოს და ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 20 მილიონო ლარისა მიიღებს 55 მილიონ ლარს. ეს უპრეცედენტო ფაქტია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლი მოუვლელია და უპატრონოდაა მიტოვებული, საპატრიარქოსათვის ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა არის უზნეობა.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.