საქართველოში 2018-2022 წლებში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა
საქართველოში 2018-2022 წლებში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა სადეპუტატო კითხვის პასუხად „საქსტატიდან“ მიიღო.
უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
· 2018 წელი - 23 202 რეგისტრირებული ქორწინება
· 2019 წელი - 23 285 რეგისტრირებული ქორწინება
· 2020 წელი - 16 359 რეგისტრირებული ქორწინება
· 2021 წელი - 23 155 რეგისტრირებული წორწინება
· 2022 წელი - 26 048 რეგისტრირებული ქორწინება
რაც შეეხება განქორწინებებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 5 წელში ქვეყანაში 53 888 განქორწინების რეგისტრაცია მოხდა.
რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
· 2018 წელი - 10 288 რეგისტრირებული განქორწინება
· 2019 წელი - 11 205 რეგისტრირებული განქორწინება
· 2020 წელი - 7 643 რეგისტრირებული განქორწინება
· 2021 წელი - 10 654 რეგისტრირებული განქორწინება
· 2022 წელი - 14 098 რეგისტრირებული განქორწინება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.