ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მათგან 49 178 6 წლამდე, ხოლო 140 778 6-დან 18 წლამდე ასაკისაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში.
რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:
· თბილისი - 49 023;
· გურია - 5 689;
· რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1 122;
· კახეთი - 17 497;
· იმერეთი - 19 936;
· მცხეთა-მთიანეთი - 3 656;
· სამეგრელო -ზემო სვანეთი -16 836;
· სამცხე ჯავახეთი - 5 005;
· ქვემო ქართლი - 37 352;
· შიდა ქართლი - 16 304;
· აჭარა - 17 536.
ინფორმაციისთვის, აპრილში, საქართველოში საარსებო შემწეობას სულ 237 797 ადამიანი იღებდა.
შენიშვნა: ფულადი ბენეფიტის მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.