საქართველოში 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

საქართველოში 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 18 მარტიდან, ზოგ რეგიონში ნავარაუდევია წვიმა და ქარი.
„საქართველოში ჯერ ნარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოში, 18 მარტს, საღამოს საათებიდან მოიღრუბლება, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ტემპერატურა კლებას დაიწყებს. ტემპერატურის კლება მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. მთაში, ან მაღალ მთაში, მოსალოდნელია 1 გრადუსი.
18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება.დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.
დედაქალაქში 19 მარტიდან დაიწყება ნალექი. კვირის განმავლობაში მთლიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი“,- აღნიშნა გვაზავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…