ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში 12.52 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია გაცემული

საქართველოში 12.52 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია გაცემული

საქართველოში 12.52 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია გაცემული
საერთო სესხებში იპოთეკის წილი შემცირდა, აღნიშნულს მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, თუ 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ჯამურად გაცემული სესხების 18.9% იპოთეკურ კრედიტებზე მოდიოდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19.7% იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 10.24%-ით, ხოლო თვიურად 1.06%-ით გაიზარდა.
კერძოდ, წელს ივნისის მდგომარეობით ჯამში გაცემულია 66.24 მლრდ ლარის სესხი, საიდანაც 18.9 % ანუ 12.52 მლრდ ლარი იპოთეკურ სესხებზე მოდიოდა.
გასული წლის იგივე პერიოდში სულ ბანკების მიერ 57.3 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული, საიდანაც 19.7% ანუ 11.3 მლრდ ლარი, იპოთეკურ სესხზე მოდიოდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისის მდგომარეობით ბანკების მიერ იპოთეკაზე გაცემული სესხებიდან თითქმის 86% - 10.7 მლრდ ლარი საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდიოდა, 9.6% კომერციულ უძრავ ქონებაზე (1.202 მლრდ ლარი); დანარჩენი სხვა სახის უძრავ ქონებაზე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.