ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში 1 039 აზარტული ბიზნესია რეგისტრირებული - აქედან 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია

საქართველოში 1 039 აზარტული ბიზნესია რეგისტრირებული - აქედან 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია

2024 წლის ბოლო მონაცემებით საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესი რეგისტრირებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, bpn.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. ამათგან 88% ადგილობრივი კერძო საკუთრებაა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 ადგილობრივი საკუთრებაა, 92 - კერძო უცხოური საკუთრება, 1 - სახელმწიფოს საკუთრება, 1 - შერეული, სახელმწიფოს უპირატესობით, 13 - შერეული, ადგილობრივის უპირატესობით, 14 - შერეული უცხოეთის უპირატესობით.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი აზარტული ბიზნესი აქვთ, ხუთეული ასეთია:
· თურქეთი - 26 ბიზნეს სუბიექტი
· რუსეთი - 23 ბიზნეს სუბიექტი
· ისრაელი - 8 ბიზნეს სუბიექტი
· კვიპროსი - 6 ბიზნეს სუბიექტი
· სომხეთი - 6 ბიზნეს სუბიექტი
თუმცა, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში 1 037 აზარტული ბიზნეს იყო რეგისტრირებული, 2023 წელს - 1 043.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.