არქივი2 აგვისტო, 2025, 23:38
საქართველოში ჩეხეთის ელჩი - თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის სასამართლო საქმეს

თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის სასამართლო საქმეს, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის სასამართლო საქმეს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩეხეთი დიდი ხანი არის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ჩვენი Transition Promotion Program-ის [ტრანზიციის მხარდაჭერის პროგრამა] მეშვეობით,” - წერს კუბერნატი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.