ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში შობადობას გარდაცვალება აჭარბებს

2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი. 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი ადამიანი. ამის შესახებ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოში ყოველი მესამე არასრულწლოვანი (264,705) საარსებო შემწეობას იღებს. 2014 წლიდან საქართველოში მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ყოველ მე-3 და შემდეგ ახალშობილზე 2 წელი გათვალისწინებულია 150-200 ლარის დახმარება.
როგორც IDFI-ში აღნიშნავენ, ევროკავშირის ქვეყნებში გათვალისწინებულია ბავშვის/ოჯახის ერთჯერადი და გრძელვადიანი სოლიდური ფინანსური დახმარებები. მაგალითად, გერმანიაში თითოეული ბავშვი 18 წლამდე დახმარების სახით ყოველთვიურად იღებს 250 ევროს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.