არქივი19 დეკემბერი, 2023, 08:55
საქართველოში ყოველ მე-4 ქალს განუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან – გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევა
საქართველოში ყოველ მე-4 ქალს განუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან. კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარეს.
შედეგების მიხედვით, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს, ცხოვრების განმავლობაში, ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. 24%-ს – ფსიქოლოგიური ძალადობა, 8%-ს – ეკონომიკური, 6%-ს – ფიზიკური, 4%-ს – კი სექსუალური ძალადობა.
საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 18 წლამდე ასაკში გამხდარა ქალების 8.5 პროცენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.