ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში - ამაზე მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, თბილისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 791.2 ლარს შეადგენს, გურიაში კი 951.1 ლარს.
სხვა რეგიონების მონაცემები კი ასე გამოიყურება:
· მცხეთა-მთიანეთი - 1 562.5 ლარი
· ქვემო ქართლი - 1 374.9 ლარი
· იმერეთი - 1 290.3 ლარი
· აჭარა - 1 258.0 ლარი
· სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 232.0 ლარი
· კახეთი - 1 114.8 ლარი
· სამცხე-ჯავახეთი - 1 112.4 ლარი
· შიდა ქართლი - 1 004.6 ლარი
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 977.5 ლარი
რაც შეეხება მომუშავეთა რაოდენობას, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორს სულ 757.4 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.