ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები წელს, რეკორდულად, 824 მლნ ლარამდე გაიზრდება

საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები წელს, რეკორდულად, 824 მლნ ლარამდე გაიზრდება

2024 წელს საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები, რეკორდულად, 824 მლნ ლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას Galt & Taggart-ი საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, წელს განათლებაზე გაწეული დანახარჯები 452 მლნ ლარი იქნება, სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები კი რაც განათლების დანახარჯების გარდა საკმაოდ დიდია 371 მლნ ლარი იქნება.
უცხოელი სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.
„ინდოეთი საერთაშორისო სტუდენტების ბაზარზე ყველაზე მსხვილი ბაზარია ჩინეთთან ერთად. საქართველოს წილი ინდოელი სტუდენტების არჩეულ ქვეყნებს შორის 0.8%-დან 1.4%-მდე გაიზარდა 2018-23 წლებში.
განათლებაში გადახდილი გადასახადების გარდა, საკმაოდ დიდია უცხოელი სტუდენტების მიერ გაწეული საყოფაცხოვრებო ხარჯებიც.“, - მიიჩნევენ Galt & Taggart-ში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.