ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე” – რასა იუკნევიჩიენე

,, საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე” – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა:
,,ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო – ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაფერისი დამთხვევაა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას იმავე საღამოს განვიხილავთ, როგორც ბელარუსს. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო – ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე?..
ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მზია ამაღლობელის მიმართ, ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ამ დროისთვის ციხეში იმყოფება, მან დაკარგა მხედველობა და მიუხედავად ამის, ის პოლიტიკური მოტივებით ციხეშია. ჩვენ მოვუწოდებთ, გადაიდგას გადაუდებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე. საქართველოზე ფიქრობს ევროპა, ის არის ევროპის ნაწილი და მოსახლეობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს მოსახლეობა იბრძვის და ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ ამ ბრძოლაში,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.