საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 44 მლნ ლარი დაიხარჯება

„ეს გაზრდის ქვეყნის მიმართ ინტერესს, პოპულარობის გაზრდა კი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია“, - წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა ასე გადანაწილდება:
· ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება - 15 000 ლარი;
· საერთაშორისო გამოფენები - 6 840 000 ლარი;
· სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება - 500 000 ლარი;
· სასმელების მიტანის მომსახურება და მასტერკლასი - 50 000 ლარი;
· სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება - 140 000 ლარი;
· სატრენინგო მომსახურება - 400 000 ლარი;
· სახელოვნებო მომსახურებები - 500 000 ლარი;
· ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 80 000 ლარი;
· სარეკლამო კლიპების გადაღება - 800 000 ლარი;
· ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები - 90 000 ლარი;
· კვების მიწოდების მომსახურება - 380 000 ლარი;
· ტვირთის გადაზიდვა - 130 000 ლარი;
· მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში - 1 175 000 ლარი;
· მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები - 597 600 ლარი;
· სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები - 1 767 500 ლარი;
· სუვენირები - 300 000 ლარი;
· ფოტოები - 50 000 ლარი.
საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 30 285 720 ლარი;
ფოტომომსახურებები - 150 000 ლარი.
ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დაიდება.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.