საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს — პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. თუმცა დიდთოვლობის გათვალისწინებით, ეს გარკვეულ რისკებს უკავშირდება.
„ვინარჩუნებთ უნალექო ამინდებს. 5, 6 და 7 მარტს ღამით ყინვა ნარჩუნდება, თუმცა შედარებით შერბილებულად. დღის მაქსიმალური ტემპერატურა მატულობს დღიდან დღემდე დაბლობშიც, მთაშიც და მაღალ მთაშიც. 8-9 მარტიდან ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს“, — ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.
11 მარტიდან ტემპერატურა შესაძლოა 20 გრადუსსაც ასცდეს. გარემოს სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს ვკითხეთ, რა რისკების შემცველია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის, დიდთოვლობის ფონზე, ტემპერატურის მსგავსი მატება.
„წყალდიდობის, წყალმოვარდნების, ზვავების რისკია, დიდი ალბათობით. ასევე მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების. ყოველთვის არის მსგავსი საფრთხე მოსახლეობისთვის. გააჩნია თოვლის დნობას, ფართობს. არაა აუცილებელი, რომ მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ დიდი ალბათობაა“, — გვითხრეს გეოლოგიის დეპარტამენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ