საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან

საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად იმუშავებს პრაქტიკაში გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
„საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები, რაც 2020 და 2024 წლებში ეუთო/ოდირმაც მკაფიოდ დაადასტურა, რის გამოც ეს უკანასკნელი რადიკალურმა ოპოზიციამ უხეშად და შეურაცხმყოფელი ფორმით გააკრიტიკა. საარჩევნო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს და მომავალშიც აქტიურად იმუშავებს პრაქტიკაში გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, მათ შორის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“ და ე.წ. „ფარა“, რომელიც ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანია, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან. აღნიშნულმა კანონმდებლობამ სახელმწიფოს ხელი შეუწყო ქვეყნის დამშვიდებაში მას შემდეგ, რაც მას გარე დაფინანსებით ორგანიზებული რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივ მცდელობასთან გამკლავება მოუხდა. შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა