საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში ხელფასების შესახებ Galt & Taggart მიმოხილვას აქვეყნებს

პანდემიის შემდგომმა მაღალინფლაციურმა გარემომ გლობალურად ხელფასების ზრდა გამოიწვია და არც რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოში 64.5%-ით, სომხეთში 47.8%-ით, ხოლო ყაზახეთში 93.1%-ით გაიზარდა. ამასთან, დოლარში ხელფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში, რადგან ამ პერიოდში ქართული ლარი და სომხური დრამი დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა. ყაზახეთის ეროვნული ვალუტა (ტენგე), ლარისა და დრამისგან განსხვავებით, გაუფასურდა და შესაბამისად, ხელფასები აშშ დოლარში უფრო ნაკლებად გაიზარდა (თუმცა, ყაზახეთში ხელფასის დონე სომხეთსა და საქართველოზე მაღალია).
„2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალ ხელფასებს შემდეგ დარგებში დასაქმებულები იღებდნენ:
საქართველო – ინფორმაცია და კომუნიკაცია(IT), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა;
სომხეთი – ინფორმაცია და კომუნიკაცია(IT), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა;
ყაზახეთი – სამთო მოპოვებითი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია(IT);
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები აშშ დოლარში IT და საფინანსო სექტორში სომხეთში ფიქსირდება. თუმცა, სომხეთში ყველაზე დაბალია ხელფასები სასტუმროების და რესტორნების, ასევე განათლების სექტორებში. შესაბამისად, ხელფასებს შორის განსხვავებებმა შესაძლოა, ქვეყნებს შორის სამუშაო ძალის მობილობა გამოიწვიოს. ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად