ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში სომხეთის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში სომხეთის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საელჩო ელჩის განცხადებას ავრცელებს.
„გულითადად ვულოცავ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას!
ჩვენს ორ ხალხს ბევრი საერთო ღირებულება აკავშირებს, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი სამშობლოს სიყვარული და თვითმყოფადობის შენარჩუნებაა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მოძმე საქართველოს და მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას ვუსურვებ!“, - აღნიშნულია აშოტ სმბატიანის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.