ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 12%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 12%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 809,010 ტონა შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 507,126 ტონა. შესაბამისად კლება ზრდა 12.04%-ია.
2024 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 16%-ია. 2019 წლის ორ თვეში აეროპორტი 3 351,154 ტონა ტვირთს მოემსახურა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
წყარო: avianews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.