პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა

საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა

საქართველოში საბანკო სესხები გაძვირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ივლისში საპროცენტო განაკვეთებმა სესხებზე საშუალოდ 13.5% შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 12.9%-ს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 14.57%-დან 15.73%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.31%-დან 9.8%-მდე.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, მცირედით მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი გაიაფდა.
როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი: (2025 და 2024 წლის ივლისის სტატისტიკა):
· იპოთეკურ სესხები – 13,12% (2024 წელს – 11,57%)
· ავტოსესხი – 24,19% (2024 წელს – 21,44%)
· ლომბარდული სესხი – 19,89% (2024 წელს – 19,6%)
· სამომხმარებლო სესხი – 17,69% (2024 წელი – 17,31%)
· სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 14,87% (2024 წელს – 13,42%)
· სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 18,42% (2024 წელს – 18,53%)

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.