ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში რძის წარმოება მცირდება, იმპორტი კი 93%-ით გაიზარდა - საიდან შემოგვაქვს?

საქართველოში რძის წარმოება მცირდება, იმპორტი კი 93%-ით გაიზარდა - საიდან შემოგვაქვს?

საქართველოში რძის წარმოება ბოლო ათწლეულის მანძილზე თანდათან იკლებს. 2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია. 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რაც შეეხება რძის იმპორტს, ის ყველა დროის მაქსიმუმზეა და მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 3.4 მლნ დოლარის 3,447 ტონა რძე იყიდა, რაც რაოდენობრივად 93%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თანხაში კი 35.5%-ით.
საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით რძე აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მეორე ადგილზე პოლონეთი, მესამეზე კი ბელორუსია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.