ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 7.6 პროცენტით ჩამორჩება. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ღორის რაოდენობა 155.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8 პროცენტით შემცირდა და 7.7 მილიონი ფრთა შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2 პროცენტით მეტია.
ხორცის წარმოებამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 168.3 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9 პროცენტით ჩამორჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.