ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა

საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა

რუსეთმა საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეცვალა. თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
დმიტრი ოლისოვი დიპლომატიურ სისტემაში 2002 წლიდან მსახურობს და წლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. კარიერის განმავლობაში საქმიანობდა უცხოეთშიც. დმიტრი ოლისოვი ლატვიაში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მუშაობდა. ის ბრიუსელში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობასა და გერმანიაში რუსეთის საელჩოში საქმიანობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ შეწყდა. მას შემდეგ რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ფუნქციონირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.