პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა – გია ვოლსკი

საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა – გია ვოლსკი

საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს. რადიკალურ ოპოზიციას „ნაცმაიდნის“ სცენარი უკვე არაერთხელ ჩაუვარდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„ის რესურსი, რომელიც იყო დაგროვილი კიდევ უნდა გაძლიერებულიყო, გაორმაგებულიყო, თუ არა გასამმაგებულიყო და ეს ყველაფერი იგეგმებოდა 16 დეკემბრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან შესაძლოა მოისმინონ უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს შემდგომი ნაბიჯების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ეს იყო, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის თემასთან მიმართებაში. კანდიდატის სტატუსი მაშინ წამოიწია, როგორც მექანიზმი, ბერკეტი იმისათვის, რათა საქართველოში განვითარებულიყო ეს რევოლუციური სცენარი, არ შედგა ეს რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.