საქართველოში რეგისტრირებული 965 509 კომპანიიდან აქტიური მხოლოდ 26%-ია
2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 965 509 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 26%-ა.
„საქსტატის“ მონაცემებით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 717 339 არააქტიურია, ხოლო აქტიურია მხოლოდ 248 170 სუბიექტი.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით კომპანიების გადანაწილებას, ყველაზე მეტი აქტიური კომპანია თბილისშია (43,4%), შემდეგია იმერეთი (11,7%) და აჭარა (11,1%).
აქტიურ კომპანიათა გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:
· თბილისი - 107 812
· იმერეთი - 29 100
· აჭარა - 27 613
· ქვემო ქართლი - 17 858
· სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16 721
· კახეთი - 14 172
· შიდა ქართლი - 11 384
· სამცხე-ჯავახეთი - 9 946
· გურია - 5 708
· მცხეთა-მთიანეთი - 5 350
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 439
· აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა - 12.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.