საქართველოში რადიკალები ცდილობენ, რომ ეს პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ – დავით მათიკაშვილი ზვიად რატიანზე

საქართველოში რადიკალები ცდილობენ, რომ ეს პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ – დავით მათიკაშვილი ზვიად რატიანზე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, ზვიად რატიანის საქმეზე ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და მათი მოკავშირეების შეფასებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, სამართალდამცავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო პირის დაკავება, პოლიტიკურ დევნად არ იქნება განხილული.
მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში, რადიკალები და პროპაგანდისტები ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას და ზვიად რატიანის პატიმრობისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენას, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ყველაფერი თვალნათლივ ჩანს.
“ეს არის ის აბსურდის თეატრი, რომელშიც, სამწუხაროდ, რადიკალები და მათი მხარდამჭერი ძალები, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე აგენტურული ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები, ცდილობენ რომ საზოგადოება აცხოვრონ. საზოგადოებამ იხილა თვალნათლივ, რომ კონკრეტული პიროვნება, რომლის იდენტიფიცირებაც არავის გასჭირვებია, ხელს ურტყამს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს. იგივე ფაქტი, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, რომელიც სამართალდამცავს ურტყამს ხელს, მის ობიექტურ შეფასებაში რაიმე ფორმით ბუნებრივია პოლიტიკურ დევნად არ და ვერ იქნება განხილული, მაგრამ საქართველოში ცდილობენ რადიკალები, პროპაგანდისტები, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ. შეუძლებელია საზოგადოების მოტყუება, მით უმეტეს, როდესაც კონკრეტული ძალადობის ვიდეოკადრები არსებობს და ამას წყალი არ გაუვა.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
Next: დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას -მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული