ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, საქართველოში პრობლემა არის ის რომ ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს. ის ფულით ყიდულობს გავლენებს…” – ფუკუიამა

ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა საქართველოს მთავრობას ისევ აკრიტიკებს. ამბობს, რომ პოლიტიკა გაუმჭვირვალეა, მთავრობა კი ხალხს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ფუკუიამამ ერთ- ერთ ღონისძიებაზე მედიასთან ისაუბრა და ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.
ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად კი, ამერიკელი პოლიტოლოგი ქართულ ოპოზიციას რჩევას აძლევს, მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებს და არჩევნებზე წარმატების მისაღწევად პოლონეთის მოდელის გაზიარებას ურჩევს:
“საშიშია რუსეთთან ნებისმიერი მიზნით დაახლოება. ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა არის ის რომ ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს. ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც საქართველოში დემოკრატიას ანგრევს. საქართველოში პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე, მთავრობა არ წარმოადგენს ხალხს. ამიტომ ქვეყანაში არ არის სასურველი ვითარება“, – ამბობს ფუკუიამა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.