ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმამდე შემცირდა

საქართველოში ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმამდე შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წელს საქართველოში ნათესი ფართობები 3.2%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ნათესმა ფართობებმა 137.1 ჰა. შეადგინა, მიმდინარე წელს კი 132.7 ჰა, ანუ 4.4 ჰექტარით ნაკლები.
კონკრეტულ კულტურებთან მიმართებით მაჩვენებლები 2024 წელს შემდეგია:
· მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) - 92.2 ჰა (1.3%-ით ნაკლები გასულ წელზე);
· სიმინდი - 71 ჰა (კლება 4.7%);
· კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები - 27.1 ჰა (კლება 2.5%);
· სხვა კულტურები - 13.4 ჰა (კლება 15.7%).
2024 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი არ მოიცავს 2023 წლის მესამე კვარტალის ნათესებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.