საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ – „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოდის. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დააინიცირეს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში