საქართველოში მოსალოდნელია­ ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია­ ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
„მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი