არქივი30 მარტი, 2024, 16:07
საქართველოში მესამე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, კერძოდ, რაჭაში მესამე მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე რაჭაში რამდენიმე წუთის ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა.
თბილისის დროით 17:44 საათზე ონთან 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მეორე კი 17:50 საათზე ისევ ონთან მოხდა და მისმა სიძლიერემ 4.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებშიც იგრძნობოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.