საქართველოში მეორედ ჩამოვიდა რუსი წამყვანი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თბილისისა და ბათუმის არაერთი ნაცნობი ადგილიდან ფოტოები ქსენია ბოროდინამ თავად გამოაქვეყნა.
ქსენია ბოროდინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია. 2018 წელს შეუერთდა მოძრაობას “პუტინის გუნდი”, რომელიც რუსმა ჰოკეისტმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა დააფუძნა პრეზიდენტის მხარდასაჭერად.
2022 წელს ქართველი ჟურნალისტის ნათქვამს, რომ ბოროდინამ წარსულში აფხაზეთში ჩასვლით ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, ბოროდინამ უპასუხა:
“დავარღვიე? რატომ?.. მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში”.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე