საქართველოში მედიატორის პროფესიული დღე აღინიშნება

საქართველოში მედიატორის პროფესიული დღე აღინიშნება და მედიაციის კვირეული მიმდინარეობს , – ამის შესახებ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მედიაციის კვირეულის ფარგლებში, 14 დეკემბერს, მედიატორის პროფესიულ დღეს, ახლად გაწევრიანებულმა 100-მდე მედიატორმა მედიატორთა პროფესიული ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და პროფესიული ფიცი დადო.
„აღნიშნული ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ. ღონისძიება გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, თითოეულ მედიატორს მიულოცა მედიატორის პროფესიული დღე, უსურვა მათ პროფესიული წარმატება და აღნიშნა, რომ ასოციაცია მუდმივად იზრუნებს მედიატორის პროფესიის განვითარებაზე საქართველოში” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…