არქივი4 აპრილი 2024, 06:12
საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 9 ათასამდე ადამიანს აქვს
საქართველოში, 2024 წლის 18 მარტის მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 3.5-ჯერ მეტია. ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილისადმი გაგზავნილ პასუხში წერია.
სტატისტიკის თანახმად მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, მათგან 14 მშვილებელია. რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა მამის სტატუსი 165 კაცს აქვს, მათგან მშვილებელი კი მხოლოდ ერთია.
გასულ წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 518 ქალს და 110 კაცს მიენიჭა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.