არქივი4 ივნისი, 2024, 11:09
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
თბილისის დროით, 05:30 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფსორი იყო.ცნობისთვის, რაჭაში პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ირთან იყო.
ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.