არქივი18 იანვარი, 2024, 08:06
საქართველოში კარუსელების, საქანელების და ატრაქციონების იმპორტი 35%-ით გაიზარდა - ქვეყნების სამეული
საქართველოში 2023 წელს 1 704 480 აშშ დოლარის ღირებულების 236 ტონა კარუსელები, საქანელები და სხვა ატრაქციონები შემოვიდა. თანხობრივად ეს წინა წელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. 2022 წელს 1 262 690 აშშ დოლარის ღირებულების 307 ტონა პროდუქციის იმპორტი მოხდა.
როგორც 2022, ასევე 2023 წელს კარუსელების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია. სამეულშია ასევე იტალია და ჩინეთი.
ბოლო 5 წელში თანხობრივად ყველაზე მეტი იმპორტი 2020 წელს განხორციელდა. ქვეყანაში 2 700 340 აშშ დოლარის კარუსელები, საქანელები და სხვა ატრაქციონები შემოვიდა. ამ ოდენობის თითქმის ნახევარი ბელგიიდან.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.