ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ინვესტიციები რუსეთიდან თითქმის 19%-ით, ესპანეთიდან 90%-ით, გაერთიანებული სამეფოდან კი 10%-ით შემცირდა

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2023 წელს 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის IV კვარტალში 206.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 203.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 98.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (17.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 30.2 მლნ. აშშ დოლარით (14.6 პროცენტი).
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 288.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 22.9 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 22.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.