ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ინვესტიციები რუსეთიდან თითქმის 5-ჯერ, ესპანეთიდან 10-ჯერ, გაერთიანებული სამეფოდან კი 3-ჯერ შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა აშშ - 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს (გასულ წელს 66.5 მლნ დოლარი), მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 45.8 მლნ. აშშ დოლარით, 14.5 პროცენტიანი წილით ( გასულ წელს 124.1 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 45.3 მლნ. აშშ დოლარით, 14.3 პროცენტით (გასულ წელს 59.1 მლნ ლარი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, რუსეთიდან გასული წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა 48.8 მლნ დოლარს შეადგენდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 10.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. ინვესტიციების კლება ფიქსირდება უზბეკეთიდანაც, გასულ წელს აღნიშნული ქვეყნიდან 3.3 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კი თითქმის 1 მლნ დოლარი. ზრდა ფიქსირდება აზერბაიჯანიდან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მეზობელი ქვეყნიდან 16.4 მლნ ლარის ინვესტიცია შემოვიდა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 4.3 მლნ ლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.