საქართველოში იმპორტირებული ანანასის 88%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოდის

2025 წლის 11 თვეში საქართველოში 1 507.6 ათასი დოლარის ღირებულების ანანასის იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 1 410.4 ტონა ანანასი იყიდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 1%-ით ჩამორჩება. გასული წლის 11 თვეში საქართველოში ანანასის იმპორტმა 1 428.9 ტონა შეადგინა.
საქართველოში იმპორტირებული ანანასის 88%-ი თურქეთზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ანანასის იმპორტს ახდენს:
· თურქეთი - 1 244.2 ტონა;
· ნიდერლანდები - 154.4 ტონა;
· სომხეთი - 11.4 ტონა;
· გერმანია - 0.3 ტონა;
· ჩინეთი - 0.1 ტონა;
businessinsider.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.