ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 63% ქვეყანაში ნიდერლანდებიდან შემოდის

საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 63% ქვეყანაში ნიდერლანდებიდან შემოდის

საქართველოში ავოკადოს იმპორტი მზარდია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 4 988.4 ათასი დოლარის ღირებულების 1 828.9 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 679.9 ტონის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 63% ქვეყანაში ნიდერლანდებიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:
ნიდერლანდები - 1 144.2 ტონა;
თურქეთი - 548.5 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 43.2ტონა;
ლიბანი - 42.3 ტონა;
ისრაელი - 33.5 ტონა;
businessinsider.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.